|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

ქუთაისში  საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ახალი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა თავიანთი მოთხოვნები ამჯერად ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებს გააცნეს.  მათი თქმით, კოდექსში ცვლილების შეტანას ყველა ემხრობა, გარდა "ქართული ოცნებისა". 

"გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას ვაგრძელებთ.  "ქართული ოცნების" გარდა, ყველა ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარული სისტემა არის დრომოჭმული და აუცილებელია ცვლილება. ამიტომ ჩვენს მოთხოვნას ვაცნობთ საზოგადოებას და ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ 2020 წელს შეიცვალოს კოდექსი. ხელმოწერებს გადავუგზავნით პარლამენტს და მოვითხოვთ ცვლილებებს", - განაცხადეს ოპოზოციური პარტიის წევრებმა.

გაერთიანება რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. მასში შემავალი პარტიების და დამოუკიდებელი სუბიექტების თქმით, აპირებენ მილიონი ხელმოწერა მააგროვონ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა