|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საარჩევნო მედია ცენტრი გაიხსნა

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, მედია ცენტრი გაიხსნა. ცენტრი 2012 წლიდან არსებობს. მედია ცენტრი წინასაარჩევნოდ ჟურნალისტებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველა სახის ინფორმაციას მიაწვდის, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შესახებ. მედია ცენტრში ასევე მოეწყობა შეხვედრები კანდიდატებსა და მოქალაქეებს შორის.

ცენტრის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. წარმომადგენლებმა იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში განხორციელდება.

ცენტრში დაგეგმილია ბრიფინგების ორგანიზება, კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, არჩევნების ადმინისტრირების, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების სრულყოფილი სიები და ა.შ.).

ქუთაისში მოწვეული სპიკერი  "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი იქნება.

მედია ცენტრში ჟურნალისტებისთვის შექმნილი იქნება გარემო, სადაც მიიღებენ საჭირო მომსახურებას.

ცენტრის პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები და არასამთავრობი სექტორი ესწრებოდა. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი სივრცის არსებოსა, სადაც წინასაარჩევნოს სხვადასხვა შეხვედრების გამართვას უსასყიდლოდ შეძლებენ. დღესვე მოეწყო პრეზენტაცია წინა არჩევნების დროს შედგენილი სტატისტიკის, წარმოდგენლი იყო იმ შეხვედრების მონაცემები, რაც არჩევნების პერიოდში მედიაცენტრებში გაიმართა.

საქართველოში სულ 10 მედია ცენტრი მუშაობს. ცენტრები დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა