|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სააღდგომო ნობათის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა

"სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათის გაცემა დღეიდან დაიწყო.

 როგორც ერთ-ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე აცხადებს, წელს ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა, რაც მისივე განცხადებით, მერიაში თანხის უქონლობით ახსნეს.

"თუ გასულ წელს ბინაში 12 ბენეფიციარისთვის მიმქონდა ბარათი, წელს მხოლოდ ორი მომცეს და არ ვიცი, ვის მივცე ეს ბარათები. ყველას უჭირს და მე როგორ გამოვარჩიო? მუნიციპალიტეტში გვითხრეს, გაგვიგეთ, თანხა არააო. გასულ წელს თუ იყო, ახლა რა მოხდა? მერიას მხოლოდ აღდგომას და ახალ  წელს აქვს ნობათი დასარიგებელი და ამასაც ვერ არიგებენ. ადრე 30 000 ქულიანებზე იყო შეღავათები, მერე შემცირდა ქულების რაოდენობა და ახლა სხვა მოთხოვნებია", - აცხადებს ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარე.

რაც შეეხებათ ბენეფიციარებს მათი თქმით, პროდუქტი არ არის ბევრი, თუმცა მათთვის მსგავსი დახმარებაც მნიშვნელოვანია.

ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებას ადასტურებენ მერიაში, ამავდროულად აცხადებენ, რომ არ მომხდარა თანხის შემცირება.

"გასული წლის მსგავსად წელსაც დაახლოებით 80 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. მიზეზი, თითქოს თანხა არ გვაქვს, არასწორია, რადგან თანხა არ შემცირებულა. უბრალოდ, პროდუქტების ფასების მატებამ გამოიწვია ნაკლები სასაჩუქრე პაკეტის შეძენა, დაახლოებით ბენეფიციართა რაოდენობა ერთი ასეულით შემცირდა", -აცხადებენ მერიაში.

მიმდინარე წელს პროგრამისთვის 77 030.8  ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. ჯამში, დახმარებას 2 785 ბენეფიციარი მიიღებს. ბენეფიციარზე დაახლოებით 28 ლარი დაიხარჯება.

სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები მერიისგან დაახლოებით 11 დასახელების პროდუქტს მიიღებენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა