|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო განათების დროებით ჩაქრობას ითხოვენ

20 დეკემბერს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება სოლიდარობის აქცია. აქცია  სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სირიელი ოჯახებისთვის მხარდასაჭერად მოეწყობა.

„ჩვენ ვუერთდებით აქცია „საქართველო სირიელი ხალხისთვის“-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მოითხოვენ  სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება. ასევე  თხოვნით მიმართავენ  ქუთაისის მერიას , რომ დროებით, გლოვის ნიშნად ჩაქრეს საახალწლო განათებები ქალაქებში.

აქცია 18:00 საათზე დაიწყება და ყველა მოქალაქეს, ვინც აპროტესტებს სირიაში მიმდინარე პროცესებს შესაძლებლობა აქვს პროტესტი გამოხატოს აქციაში ჩართვით.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა