|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრამდე გაგრძელდება

საახაწლოდ ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიებები 20- დეკემბერს „მსკ“-ით დაიწყება ოპერის თეატრში და 22 დეკემბერს დასრულდება.

26 დეკემბერს წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება მოხდება.

27 დეკემბერს ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების წლის შეჯამება და ლიდერების დაჯილდოება მოეწყობა.
22-29 დეკემბერს საჯარო და კერძო სკოლების კრეატიული ნაძვის ხეების კონკურსი გაიმართება.

22-30 დეკემბერს კონკურსი ქუთაისის ორგანიზაციების, დაწესებულებების საუკეთესო საახალწლო გაფორმება გაიმართება.
29 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათება და ცეცხლოვანი შოუ და თეატრალიზებული წარმოდგენა მოეწყობა.

30 დეკემბერს რეაბილიტირებულ უბანში საახალწლო ბაზრობა გაიმართება. ასევე მოხდება სკოლებში, ბაღებსა და ორგანიზაციევში საუკეთესო ნაძვის ხეების გამოვლენა. ასევე მონლპეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ქალაქის დეკორაციებს დაემატება ზღაპრული კოშკები, ზღაპრის გმირები - ფიფქიას ეტლი, თოვლის ბაბუა, მომზადდება საახალწლო მინი სპექტაკლები, პანტომიმა-პერფორმანსი.
31 დეკემბერს ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში განთავსდება ტენტები, სადაც მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა. აგრეთვე ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ბატიკი) გამოფენა-გაყიდვა.
ამავე დღეს მოხდება საახალწლო კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება, თეატრალიზებული წარმოდგენა, თოვლის ბაბუას საზეიმო შემოსვლა და თოჯინების სახლის წარმოდგენა ბავშვებისთვის.
ღონისძიებებს საახალწლო კონცერტი ჯგუფი „არას”, მეგი გოგიტიძისა და მისი ბენდის კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
1-2-3 იანვარს ღონისძიებები ნიღბების თეატრის წარმოდგენით გაგრძელდება.
7 იანვარს მოეწყობა საშობაო მსვლელობა და კონცერტი, 8 იანვარს გაიმართება "საშობაო ზღაპარი". საახალწლო წარმოდგენები 13 იანვარს საშობაო კონცერტითა და საახალწლო კარნავალით დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა