|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საბავშვო ბაღებზე კორპუსების მშენებლობის შეწყვეტილი სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა

ქუთაისში ორ საბავშვო ბაღზე დაწყებული კორპუსების მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. 

ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 და ბუხაიძის ქუჩის №7-ში მდებარე №15 საბავშვო ბაღებზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოებზე მერიამ ტენდერი პირველად გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში ერთ ლარად გამარჯვებულმა კომპანია "ახალშენმა" სამუშაოები სექტემბრის თვეში გააჩერა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მას #33-ე ბაღთან დაკავშირებით 158 000 ლარიანი და #15-ე ბაღზე 148 000 ლარიანი პირგასამტეხლო დაეკისრა.

ტენდერის თანახმად კი მას მხოლოდ ის თანხა ჩაერიცხა, რასაც შესრულებული სამუშაოები ითვალისწინებდა. 

მოგვიანებით, ახალი მერის პირობებში მშენებლობების გასაგრძელებლად ახალი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი თანახმად  მშენებლობაზე სამუშაოების გასაგრძელებლად 344 000 ლარი გამოიყო. (NAT180013612)

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რის გამოც მერიამ განმეორებითი ტენდერი დაახლოებით ხუთი თვის შემდგომ გამოაცხადა. ამჯერად მერიამ ტენდერი გაზრდილი თანხით გამოაცხადა და 344 000 ლარის ნაცვლად 471 016 ლარი გამოყო. 

ტენდერების ჩავარდნის გამო მერიას ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მერიაში მენეჯმენტის პრობლემაა. ბრალდებას არ იზიარებდნენ მერიაში.

ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია, თუმცა გაზრდილი ნაკადის გამო ბაღები ბავშვების სტანდარტების შესაბამისად მომსახურებას ვერ ახდენენ.

ერთ ლარად მოგებული ტენდერები და მიშენების გარეშე დარჩენილი ბაღები

ქუთაისში 2 საბავშვო ბაღზე ახალი კორპუსები შენდება

ქუთაისის მერია ჩავარდნილ ტენდერებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ქუთაისის მერიაში მენეჯმენტის პრობლემაა - მერაბ მეშველიანი

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა