|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშვო ბიბლიოთეკასთან სამშენებლო მასალები ჩამოცვივდა

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე ოთხსართულიანი კორპუსიდან სამშენებლო მასალები ჩამოცვივდა. ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც ლოკაცია ლენტებით შემოღობეს, თუმცა პრობლემა ამით არ გადაჭრილა. მოსახლეობა კვლავ საფრთხის წინაშე დგას. კორპუსის პირველ სართულზე საბავშვო ბიბლიოთეკაა განთავსებული. ბიბლიოთეკის თანამშრომლების განცხადებით, დიდ ხანია საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.  

„უკვე მერამდენედ ხდება მსგავსი ფაქტი, იქნებ ხელისუფლებამ რაიმე გონივრული პროექტი შეიმუშავოს პრობლემის მოსაგვარებლად. შემთხვევით გადავურჩით, რომ ვინმეს თავში არ დაგვეცა აგურის  ნამსხვერები. მითუმეტეს, რომ კორპუსის პირველ სართულზე საბავშვო ბიბლიოთეკაა და შესაძლოა, ბავშვები დაშავებულიყვნენ. სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა“,- აცხადებენ ადგილობრივები.

ისინი  დახმარების თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა ქუთაისში არაერთხელ დაფიქსირდა და რამდენიმე მათგანი ფატალურად დასრულდა.

   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა