|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, " საბიბლიოთეკო კვირეული" იწყება

ქუთაისში, "საბიბლიოთეკო კვირეული" იწყება. "საბიბლიოთეკო კვირეულისთვის"  ქუთაისის ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ქართველი საზოგადოება პირველად იხილავს ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულ უცხოენოვან უნიკალურ გამოცემებს.

16 აპრილს 13:00 სთ. -,,ლიტერატურა, რომელიც წლებს არ ითვლის“ გაიმართება.(ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა)

18 აპრილი 14:00 სთ. - მე-20 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, შეხვედრა პოეტ ბელა უჩაძესთან, ,,აპრილიც დადგა; 15:00 სთ. - მე-8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ლიტერატურული საღამო: ,,ქართული ენა - მოვლენილი მადლიზეცისა"; 16:00 სთ. - მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ლექცია თემაზე: ,,ჩემი მომავალი პროფესია". ლექციას გაუძღვება მე-15 სკოლის ფსიქოლოგი ეკა ქობალია;

19 აპრილი 14:00 სთ.- მე-4 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, Art ხელოვნება - მხატვარ ლევან გოგიტაძისა და მკითხველების ნახატების გამოფენა; 15:00 სთ.-პირველი საბავშვო ბიბლიოთეკა, ლიტერატურული საღამო: ,,ენა არის დედაბოძი საქართველოს ერთიანობისა, მთლიანობისა“; 16:00 სთ. -მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მარადიული წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი" საჯარო კითხვა;

20 აპრილი 15:00 სთ. - ანდრია სინაურის სახ. ლიტერატურული სახლი, პოეზიის საღამო: ,,შენს უბეში მხოლოდ გარდავიცვლები, სიკვდილით კი არ მოვკვდები არასდროს"; 16:00 სთ. - მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ,,პოეზია მუსიკაა სულისა" - შეხვედრა პოეტ საშა გველესიანთან;

21 აპრილი 14:00 სთ.-მე-14 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია: ,,გამარჯობა, აფხაზეთო შენი!" 15:00 სთ - მე-17  და 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალები შეხვედრა ლიტერატურული კონკურსის ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთლის“ ლაურეატებთან: ნანა გასვიანი, ფერიდე სიმსივე, ბექა ქებულაძე; 16.00 სთ - 22-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ,,დავეძებ თვალებს, დასახატად რომ გამოდგება" - შეხვედრა ახალგაზრდა შემოქმედ ქრისტინე რობაქიძესთან;

22 აპრილი 16:00 სთ. - ,,გაერევა ერთი ასში, მუსიკა რომ ესმის ქარში", მწერალი რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი