ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, მარი ბროსეს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ისტორიულ უბანში ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღკვეთეს.
ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარმა მხოლოდ 5 მ2 ფართობი დააზიანა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


22:02
17:22
16:31
















