|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს.

 პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა (ცურვა სხვადასხვა დისტანციაზე; სინქრონული ცურვა; წყალბურთი; წყალში ხტომა).

აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. სპორტული კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას, როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე მოეწყობა მცირე აუზი. დიდ საცურაო აუზთან გათვალისწინებულია ტრიბუნების მინიმუმ 600 სკამის მონტაჟი.

 ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა. საცურაო აუზთან აშენდება პარკინგი 150-200 მსუბუქი მანქანისთვის და 6 ავტობუსისთვის;

 პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ 8 384 800 ლარით ფინანსდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა