ქუთაისში, საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, შესაძლოა, 2018 წელს დაიწყოს
ქუთაისში, საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, შესაძლოა, 2018 წელს დაიწყოს. საფეხმავლო ხიდი ხარებისა და წმინდა გიორგის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღს დაუკავშირდება.
როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხიდის ასაშენებელი თანხა, ქალაქის მერიამ უკვე გამოითხოვა.
"2018 წლის ბიუჯეტში ხიდის ასაშენებლად თანხები გამოყოფილი არ არის, თუმცა რეგიონალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტებს თანხას ყოველწლიურად ურიცხავს, ფონდისთვის გასაგზავნი დასაფინანასებელი პროექტების პრიორიტეტულ სიაში ახალი ხიდის მშენებლობაცაა შესული", -განუცხადეს ნიუპრესს ქალაქის მერიაში.
ქუთაისში, მდინარე რიონზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ 2015 წელს დაანონსა.
უკვე არსებობს ხიდის პროექტიც, რომელიც შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" შეასრულა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















