|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საგამოცდო ცენტრები სამ სკოლაში ფუნქციონირებს

 ქუთაისში აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდების ჩაბარებას 3 საგამოცდო ცენტრში შეძლებენ.  გამოცდები ქალაქის 1-ელ, 23-ე და 41-ე საჯარო სკოლებში მოწყობილ საგამოცდო ცენტრებში გაიმართება.

როგორც ცნობილია, ცენტრებში გამაგრილებელი მოწყობილებების მონტაჟი ამ დრომდე დაწყებული არ არის.

შეგახსენებთ, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არ ქონის გამო მამუკა ბახტაძის კრიტიკას მინისტრის მოადგილის პასუხი მოყვა. თემურ მურღულიას თქმით, 13 წელია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, ამ პერიოდის განმავლობაში გაგრილების სისტემა არ ყოფილა.

თუმცა მისივე თქმით, დაიწყება გამაგრილებელი მოწყობილობებით საგამოცდო ცენტრების აღჭურვა და ეს ორშაბათიდან მოხდება.

"ჩვენ მონდომებულები ვართ მაქსიმალურად 800–ვე საგამოცდო სივრცეში გამოცდების პერიოდში მთლიანად მოვახდინოთ აღჭურვა, ეს არის პრემიერის დავალება მინისტრისათვის"- განაცხადა განათლების მინისტრის  მოადგილემ თემურ მურღულიამ.

 ეროვნული გამოცდები 2 ივლისიდან იწყება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა