ქუთაისში საგანგებო სიტუაციების მაშველები 30-მდე მისამართზე გავიდნენ
ქუთაისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის მაშველები 30-მდე მისამართზე არიან გასულები.
"ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30-მდე შეტყობინებაა შესული, ძირითადად ქუჩების, სახლების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვის გამო. დაშავებული არავინაა. ყველა მისამართზე გასულია საგანგებო სიტუაციების მარტთვის სამსახურის მაშველები", -განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.
ქუთაისში მოსული ინტენსიური ნალექის შედეგად დატბორილია ქალაქის ქუჩები.
ფოტო:არქივი
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
14:20
















