|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საჰაერო ავტოსადგომი შენდება [PHOTO]

ქუთაისის „მწვანე ბაზარში“ საჰაერო ავტოსადგომი კეთდება. მშენებლობა შპს "ფარის" მიერ ტარდება.

პროექტის თანახმად, პარკირება ბაზრის თავზე მოეწყობა, ასვლა ლერმონტოვის მხრიდან არის შესაძლებელი, მძღოლები კი გამოსვლას ფალიაშვილის ქუჩით შეძლებენ. 

 ფალიაშვილის ქუჩაზე მოსახვედრად ავტომობილებს ე.წ. პასაჟებს შორის ადგილის  გავლა მოუწევს. მიმდებარე ტერიტორია ქვეითთა სამოძრაო ადგილია და აქვე რამდენიმე სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს.

შეექმნება თუ არა მოქალაქეებს გადაადგილების საფრთხე და როგორ მოხდება ტერიტორიის კონტროლი, ამ კითხვებზე როგორც ბაზრის დირექტორმა ოლეგ არღვლიანმა განაცხადა,  მოგვიანებით გაგვცემს პასუხს.

 

 

 

 

 

    

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა