|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საჯარო დაწესებულებების მზის პანელებით აღჭურვა იგეგმება

ქუთაისში განახლებადი ენერგიის გამოყენების მხრივ საჯარო სექტორის შენობებში მზის პანელების გამოყენება იგეგმება,  ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ კლიმატის ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დაიწყება ადმინისტრაციული შენობების მზის პანელებით აღჭურვა.

"ქუთაისი არის პირველი ქალაქი კავკასიაში,  რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ 2050 წლისთვის გადავიდეს განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, ამ საკითხზე დონორებთან გვაქვს მოლაპარაკება. იმედი გვაქვს კერძო სექტორის მონაწილეობის. გვჭირდება ენერგიის ისეთი წყაროები, რომელიც შეამცირებს კლიმატზე უარყოფით გავლენას, ასევე დაზოგავს ბიუჯეტის სახსრებსაც",- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

მისი თქმით, ქუთაისი არის მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქი, რაც გულისხმობს ენერგოეფექტურობის კუთხით გარკვეული ღონისძიებების გატარებას.  
 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა