|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში იმართება. კონსტიტუციაში შესატან ცლილებებს საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აცნობს.

"დღე ქუთაისში განვიხილავთ 2020 წლის პროპორიულ არჩევნებთან დაკავშირებულ რეფორმას და ცვლილებებს, ეს არის დემოკრატოული ცვლილებები და ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც შეგვიძლია უფრო მშვიდ და საქმიან პოლიტიკურ სისტემაზე გადავიდეთ. პარტიებმაც ერთმანეთთან მეტი თანამშრომლობა შეძლონ და ერთად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც ჭირდება საზოგადოებს. ჩვენ ვართ უმრავლესობის და ოპოზიიის წევრებთან ერთად ჩამოსული და საზოგადოებას გავაცნობ ჩვენს არგუმენტებს, რატომ არის პროპორციული სისტემა უფრო დემოკრატიული", -გააცხადა არჩილ თალკვაძემ.

პროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-იანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ.

იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება. გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარი ვარიანტი პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმაც შესთავაზა. მათი პროექტით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა 3%-იანი ბარიერისა და პარტიების ბლოკების დაშვებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა