|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამკერვალო "ქუთექსის" ქონება დააყადაღეს

2019 წლის 30 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროფესიული კავშირების იმერეთის ოფისის იურისტის ირაკლი მხეიძის  შუამდგომლობა დააკმაყოფილა  ტექსტილის საწარმოს - ,,ქუთექსის’’ საბანკო ანგარიშებისა და მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ყადაღის დადების საფუძველი  ქუთექსის ადმინისტრაციის მხრიდან დასაქმებულების მიმართ შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და შრომის სამართლის არაერთგზისი დარღვევა გახდა. კერძოდ, შპს "ქუთექსი" თანამშრომლებზე პერმანენტულად გასცემდა ხელფასის შემცირებულ ოდენობას, ბოლო ორი თვის ხელფასი კი საერთოდ არ აუნაზღაურებია. ამას გარდა, "ქუთექსის" თანამშრომლები იმყოფებიან იძულებითი მოცდენის პირობებში და საწარმოს დირექტორი დაპირებების მიუხედავად, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. იგი იმყოფება საზღვარგარეთ და არ გამოდის თანამშრომლებთან უშუალო კონტაქტზე.

სასამართლომ შპს ,,ქუთექსს’’ აუკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 37 574 ლარის ფარგლებში განკარგვა. ამავე დროს ყადაღის პირობები არ ვრცელდება სახელფასო განაცემებზე და ,,ქუთექსის’’ თანამშრომელთა მიმართ სხვა სახის საბანკო გადარიცხვებზე.
 ამას გარდა სასამართლომ ყადაღა დაადო ,,ქუთექსის’’ მოძრავი ქონების ნაწილს, კერძოდ, საწარმოო მანქანა-დანადგარებს.

საწარმოს თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ აქცია გამართეს, ხელფასების გაზრადა მოითხოვეს და არასატანადო პირობები გააპროტესტეს. დირექტორის მოვალეობის შმესრულებელი აცხადებდა, რომ დავალიანებას მალე დაფარავდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა