|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილე აღინიშნა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 100 წლის გახდა.  
იუბილე ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სასწავლებლის ცხოვრების ამსახველი ისტორიული ფოტოების გამოფენით გაიხსნა და კლასიკური მუსიკის კონცერტით დასრულდა. 
 
საიუბილეო კონცერტში მონაწილეობა სასწავლებლის მოსწავლეებმა და წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა მიიღეს. საოპერო არიები ცნობილმა მომღერლებმა მარიკა მაჩიტიძემ და გოჩა აბულაძემ შეასრულეს. ასევე,  საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქუთაისის სომფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით და ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
 
ღონისძიებას ქალაქის მერი ესწრებოდა, რომელმაც სასწავლებლის პედაგოგები  დააჯილდოვა.
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებს საპატიო დიპლომები გადასცეს ასევე კულტურულ  დაწესებულებათა გაერთიანებამ  და მუსიკალურმა დაწესებულებებმა. 

 ღონისძიებას მელიტონ ბალანჩივაძის შვილიშვილი, მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე ესწრებოდა, რომელმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართა. "ხშირად ხდება რომ ჩვენს გლობალიზაცის და ტექნოლოგიების ეპოქაში, ნარჩუნდება ფორმა,  შინაარსი კი იკარგება, როდესაც ქუთაისში მოვდიოდი, ვშიშობდი, რომ სასწავლებელი 100 წლის გახდა, მაგრამ ვაითუ ამ საამაყო მომენტში  აქ აღარ იყოს ის ნაკადული და მხოლოდ ფორმა იყოს დარჩენილი, მაგრამ მე აქ ვნახე ნიჭის ზეიმი", - განაცხადა ანტონ ბალანჩივაძემ.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის ისტორია 1918 წლიდან იწყება. ოფიციალურად, მელიტონ ბალანჩივაძის თაოსნობით, როგორც სკოლა–სასწავლებელი 1919 წლის 2 თებერვალს გაიხსნა.

 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა