|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობა 54-ით გაიზარდა

 ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტში შესული ცვლილება დაამტკიცა. რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისისათვის გამოყოფილი 11 მილიონი ლარი უკვე აისახა ბიუჯეტში. ასევე მოხდა პირველი ცვლილება  გასული წლის ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის სახით, რის გამოც 2016 წლის ბიუჯეტმა დაახლოებით 68 300 000 მიაღწია. ამით თითქმის გაუთანაბრდა გასული წლის ბიუჯეტს.

დღეს საკრებულომ საპრივატიზაციო ობიექტების ახალი ნუსხა დაამტკიცა. შედეგად, უკვე არსებულ ჩამონათვალს 54 ობიექტი დაემატა. როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა, კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა, წელს ბიუჯეტში პრივატიზაცის შედეგად,  3 400 000 ლარს ელოდებიან. კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, შესაძლოა,  ეს თანხა წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი