|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

ქუთაისში სამუშაო ვიზიტით ლატვიის, ზემგალეს მხარის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები დღეს ქუთაისისა და იმერეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ლატვიის ქალაქ იელგავას მერის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობით დელეგაციაში 21 ქალაქის მერია. ხვალ ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ ლატვიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ლატვია-საქართველოს რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, სადაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები არიან მიწვეული. ფორუმზე ტრანსპორტის, სასოფლო კოოპერატივებისა და ფერმერების გადამზადების საკითხები იქნება განხილული. ერთდღიან ფორუმში რძე და რძის პროდუქტების ექსპორტზე ისაუბრებენ, რომლის მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირში ლატვიაა. რეგიონულ ფორუმში მონაწილეობას სამინისტროების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

ავტორი: