|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქეთევან კოლხიდელისა და ივანე მიქიაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება

 ქუთაისში  საქართველოს სახალხო არტისტის ქეთევან კოლხიდელისა და მისი მეუღლის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ივანე მიქიაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობა 880 ლარიან ტენდერს აცხადებს. მემორიალური დაფა რუსთაველის გამზირის №99-ში, იმ სახლის ფასადზე მოეწყობა, სადაც გამოჩენილი არტისტები ცხოვრობდნენ.

ქეთევან კოლხიდელი და მისი მეუღლე ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული  თეატრის მსახიობები იყვნენ. ქეთევან კოლხიდელი საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ. მისი მეუღლე ივანე მიქიაშვილი კი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა