ქუთაისში სარიტუალო დარბაზი აფეთქდა
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე სარიტუალო დარბაზი აფეთქდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დარბაზში გუშინ ქორწილი გადაიხადეს და როგორც ჩანს, გაზის მილი მოშვებული დარჩათ, მთელი ღამის დაგროვებული აირი კი დილით მაშინ აფეთქდა, როდესაც თანამშრომლები სამსახურში დაბრუნდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები, მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილების დამწვრობა მიიღეს. ხუთი ადამიანი სავადმყოშოშია გადაყვანილი.
შენობაში საქორწინო დარბაზის გარდა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის პურის საცხობი და სილამაზის სალონი ფუნქციონირებდა. აფეთქებამ ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო და სასწრაფოს დახმარების ჯგუფები. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია გაუფრთხილებლობით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















