|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს

ქუთაისში 52 წვევამდელი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ობიექტებში გადანაწილდა. საშემოდგომო გაწვევა რამდენიმე დღეა დაიწყო. სულ ქუთაისიდან გეგმა-გრაფიკის მიხედვით 136 წვევამდელი უნდა გაიწვიონ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა სულ ექვსი ეტაპისაგან შედგება.

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსის, ვალერი ყენიას განცხადებით, წვევამდელთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დედისერთები არიან, შესაბამისად, არ ექვემდებარებიან სავალდებულო გაწვევას, თუმცა მოხალისეობრივი სურვილით მზად არიან იმსახურონ ქართულ ჯარში. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა