|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საშობაო ალილო დილიდან დაიწყო

ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.

მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. ქუთაისელებს შობის დღესასწაული, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს მოსახლეობას ულოცავენ. შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა