|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"–ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფეხბურთისა და კალათბურთის ფინალური მატჩებით ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის საქალაქო ეტაპის შეჯიბრებები დასრულდა. ოლიმპიადა გასული წლის 14 ნოემბერში დაიწყო და მასში ქუთაისის 40 სკოლის 1600-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალური მატჩების შემდგომ ყველა სახეობაში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრები, მედლები და სიგელები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა.

,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებაა. გათამაშება სპორტის 7 სახეობაში გაიმართა: 1.მინი-ფეხბურთი, 2.კალათბურთი(ვაჟები,გოგონები), 3.ფრენბურთი(ვაჟები,გოგონები), 4.ხელბურთი(ვაჟები,გოგონები)  5.მაგიდის ჩოგბურთი(ვაჟები,გოგონები), 6.კროსი(ვაჟები,გოგონები), 7.ბადმინტონი(ვაჟები,გოგონები).

კალათბურთელ გოგონათა შორის ფინალურ მატჩში გამარჯვება 41-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც 36-ე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 8-7.

ვაჟ კალათბურთელთა შორის მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა მე-7 საჯარო სკოლის გუნდს აჯობა, ანგარიშით 14-9 და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ფეხბურთელთა შორის  40-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.

 გამარჯვებულები სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს. ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ გასულ წელსაც ჩატარდა.

ავტორი: ნიუპრესი