ქუთაისში სასტუმროები და ტურისტული კომპანიები ტურიზმის ხელშემწყობ კამპანიას უერთდებიან
შიდა ტურიზმის და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიზნით, ქუთაისში სასტუმროების აქცია იწყება. ადგილობრივი სასტუმროების მეპატრონეები, ქართველ ტურისტებს, რომლებიც უცხოეთის ნაცვლად საქართველოში დაისვენებენ, მომსახურებაზე შეღავათებს სთავაზობენ.
"ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც ყოველდღიურად განიცდის რუსული აგრესიის სიმძიმეს, ერთადერთი გზა ერთად დგომა და ურთიერთდახმარებაა. დღეს, როგორც არასდროს, დახმარების ხელის გაწოდება და საკუთარი სარგებლის დავიწყება, საერთო მიზნის მისაღწევად, პატრიოტიზმის ყველაზე დიდი გამოვლინებაა.
სწორედ ამიტომ, სასტუმრო "კონტინენტალის" გუნდი უერთდება საყოველთაო აქციას - შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ყველა ქართველს, რომელიც გადაწყვეტს, უცხოეთში მოგზაურობის ნაცვლად, გაატაროს ზაფხული საქართველოში, ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ ტურებს ულამაზესი იმერეთის აღმოსაჩენად სრულიად უსასყიდლოდ.
ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა და ურთიერთთანადგონის მიზნით, ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა ქართული სასტუმროების კოორდინირებული მუშაობა. მზად ვართ გადავამისამართოთ ჩვენი ტურისტების ნაწილი იმ სასტუმროებში, რომლებიც ჩაერთვებიან ტურისტების თანაბარი გადანაწილების პროცესში. ამ აქციაში სასტუმროების ჩართვის მიზნით, კონტინენტალი იწყებს გამოწვევას. ჩვენ ვთავაზობთ 30% ფასდაკლებას ყველა ქართულ ტუროპერატორს და ვიწვევთ სასტუმროებს, შემოგვიერთდით და გამოიწვიეთ სხვები!"-აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.
ტურისტებს შეღავათიან ფაზებში მომსახურებას სთავაზობენ ტურისტული კომპანიებიც. აქციას უკვე, რამდენიმე კომპანია და სასტუმრო შეუერთდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















