|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში - ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი.


 ამ დროის მონაცემებით, 124-დან 98 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48,4% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი - 27.28%.

ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში სავრაუდოდ, მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა