|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სამხედრო სამსახურს გადავადების მოთხოვნით "გირჩის" 870-მა მღვდელმსახურმა მიმართა

 ქუთაისის სამხედრო სამსახურის უფროსის ვალერი ყენიას განცხადებით, 2017 წლის შემოდგომიდან სამხედრო სამსახურის გადავადების მოთხოვნით, "გირჩის" რვაასზე მეტმა მღვდელმსახურმა მიმართა.

"სამსახური მუშაობს როგორც წვევამდელების აღრიცხვაზე, ასევე სამხედრო სამსახურში გაწვევაზე. რაც შეეხება გეგმებს, ამ ეტაპზე 163 წვევამდელი უნდა ჩავრიცხოთ სხვადასხვა დანაყოფში, მაგრამ ჯერ პროცესი მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს, ამდენად, ჯერ ნაადრევია საუბარი გეგმის შესრულებაზე, სირთულეები არსებობს, თუმცა ჩვენ ვუმკლავდებით ამ სირთულეებს", - განაცხადა ყენიამ ჟურნალისტებთან საუბარში. 

 საკრებულოს კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ყენიას არ დაუმალავს, რომ სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევა სულ უფრო რთულდება. ამის მიზეზად კი მან ახალგაზრდებში მოტივაციის ნაკლებობა დაასახელა. მისი თქმით, სულ უფრო მეტი წვევამდელი მიმართავს სამხედრო სამსახურის გადავადების მოთხოვნით. 

"წვევამდელებს მოტივაცია არ აქვთ, საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს, რაც შესაცვლელია, ერთი მუხლია, საიდანაც ამოსაღებია 2 ქვეპუნქტი", - განაცხადა ყენიამ კომისიის სხდომაზე, 

 მისი თქმით, "გირჩის" გარდა, გააქტიურდა სხვადასხვა მიმდევრობა.

 "კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს უფლება, იყოს ამა თუ იმ სარწმუნოების მიმდევარი, ჩვენთან დღემდე შემოსულია 870 მოწმობა, რომელიც კანონის თანახმად, ექვემდებარება გადავადებას, ძირითადად, უმრავლესობა არის "ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის" (გირჩის) მიმდევრები, არიან სხვა რელიგიის მიმდევრები",- განაცხადა ვალერი ყენიამ.

  

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა