|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სახლები, მესერები და კედლები ლექსებით მოიხატება

ქუთაისში სახლები, მესერები და კედლები ლექსებით მოიხატება. პროექტი „ლექსი კედელზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივების ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება.

 კედლების ლექსებით მოხატვა სტრით არტის ერთ-ერთი სახეობაა. ქუთაისში ამ ფორმით კედელი უკვე სამ ადგილზე მოიხატა. პოლონელი პოეტების ადამ მიცკევიჩის, ვისლავა შიმბორსკასთან ერთად ქუთაისის კედლებზე  ახალგაზრდა ქართველი პოეტის ანა ლორთქიფანიძის ნამუშევარსაც იხილავთ. 

ცოტა ხნის წინ ტაბიძის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლზე პოლონელი პოეტის ვისლავა შიმბორსკას ლექსი განთავსდა. ლექსი ლამაზი კალიგრაფიით არის შესრულებული, რაც მას ვიზუალურ ეფექტსაც სძენს. მოქალაქეები ჩერდებიან ნამუშევრების წინ და კითხულობენ, შემდეგ კი პროექტის ავტორების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.  

პროექტის იდეის ავტორის შალვა კამლაძის განმარტებით,  ქალაქში მსგავს ნამუშევრებს მომავალშიც უნდა ველოდოთ. 2017 წელს, როგორც ქართულ-გერმანული ურთიერთობების საიუბილეო წელს  ქუთაისის ქუჩებში გერმანელი ავტორის ლექსები გამოჩნდება, თუმცა დავიწყებული არც ქართველი კლასიკოსები იქნებიან.  კამლაძის  თქმით, ურბანული არტის  ნიმუშების ნახვა ადგილობრივებთან ერთად  ტურისტებისაც დააინტერესებთ.

პროექტი საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ფინანსდება.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა