|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემები პერფორმანსით გააპროტესტეს

"სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემები პერფორმანსით გააპროტესტეს.
მოძრაობის წევრებმა ქალაქში მოძრავ ტრანსპორტში ტემპერატურა გაზომეს და განაცხადეს, რომ მოქალაეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მგზავრობა.
"ტრანსპორტში  ტემპერატურა გავზომეთ და არის იმაზე მეტი, რაც ქუჩაში. ამას ემატება ისიც, რომ ქუჩები გადათხრილია,  ვერ ხდება ფანჯრების გაღება და საცობებში დახუთულ ტრანსპორტში უწევთ ყოფნა. ჩვენ შევისწავლეთ ხელშეკრულებები, რომლებიც მერიამ კომპანიებთან გააფორმა და აღმოჩნდა, რომ ლიცენზებში მინიმალური სტანდარები არაა დაცული. მივმართავთ მერიას, გადახედოს ამ ლიცენზების და მომავალი წლისთვის მინიმალური პირობები მაინც ჩაიდოს, რომ ადამიანებმა მგზავრობა შეძლონ"-განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.
"სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა ტრანსპორტში მყოფ მოქალაქეებს ცივი წყალი დაურიგეს. მათი თქმით, მერია არ ზრუნავს მოსახლეობაზე და თავად ცდილობენ, ადამიანებს დაეხმარონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა