ქუთაისში, შესაძლოა, მოსწავლეებისათვის სამგზავრო შეღავათები დაწესდეს
ქუთაისში მშობლები ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები ბავშვებს არ უჩერებენ, რის გამოც ისინი სკოლაში წასვლას ვერ ახერხებენ.
ერთ-ერთი მშობლის ია დოღონაძის განცხადებით, ამის გამო ბავშვებს სკოლაში მარტო ვერ უშვებს.
"ბავშვს სკოლაში მისასვლელად ტრანსპორტი ესაჭიროება. ყოველდღე ხომ ვერ წავყვები სკოლაში, თუმცა პრობლემაა ის, რომ მშობლის გარეშე გამოსულ ბავშვებს მძღოლები არ უჩერებენ და ამის გამო სკოლაში აგვიანდებათ, მოვითხოვთ ბავშვების უფლებების დაცვას"-აცხადებს ია დოღონაძე.
მშობლები მოითხოვენ, თვითმმართველობამ ბავშვებისათვის მგზავრობის შეღავათები დააწესოს და თბილისის მსგავსად, მოსწავლეებმა განახევრებული ტარიფით ქუთაისშიც ისარგებლონ.
მერიაში აცხადებენ, რომ მგზავრებისათვის დამატებით შეღავათების დაწესებაზე ამ დროისათვის მუშაობენ, თუმცა კონკრეტული ბენეფიციარები ჯერ გამოკვეთილი არ არის. ასევე აღნიშნავენ, რომ მერიას შეღავათები სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიანებზე აქვს. შესაძლოა, შეღავათები მოსწავლეებისათვისაც დაწესდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















