|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, შესაძლოა, მშენებლის დღე დაწესდეს

ქუთაისში, შესაძლოა, მშენებლის დღე დაწესდეს. აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მშენებლებთან შეხვედრისას განაცხადა. სამშენებლო გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, ქალაქის მერი ქუთაისში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, მისი განცხადებით, წინა წლებში მშენებლის დღე აღინიშნებოდა და კარგი იქნება, თუ კვლავ დაწესდება ერთი დღე მშენებლებისთვის.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა ინიციატივა მოიწონეს და და სავარაუდოდ, თარიღად აღმშენებლობასთან გაიგივებული დავით აღმაშენებლის ხსენების დღე დაასახელეს, თუმცა მერის განცხადებით, ამ დღესასწაულის გამო მშენებლის დღე გადაიფარება და სჯობს სხვა თარიღი შეირჩეს.

მერმა სამშენებლო გარემოს შესახებაც ისაუბრა, მისი განცხადებით, წელს ქუთაისში მშენებლობის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თავის მხრივ, მშენებლებმა მერის მისამართით  ქება არ დაიშურეს და მის საქმიანობას წარმატებული უწოდეს.

მერმა ასევე არქიტექტურის მხრივ არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მის თქმით, არქიტექტორი მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული დაბალი ხელფასის გამო რამდენიმე თვეა ქუთაისს მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს.

"800 ლარი არ არის ის თანხა, რის  გამოც არქიტექტორი კერძო ბიზნესს დატოვებს და საჯარო სამსახურში წამოვა. ამიტომ რამდენიმე თვეა არ გვყავს არქიტექტორი, თუმცა სამშენებლო კუთხითა და ქალაქის ურბანული დაგეგმარებისათვის არქიტექტორის ცოდნა აუცილებელია",–განაცხადა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა