ქუთაისში, შესაძლოა, საბავშვო ენერგოექტური ბაღები აიგოს
,„მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“ პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში გამართა.
პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა, ენეროეფექტურობის დანერგვას ემსახურება. მისი მიზანია, თანამედროვე სტანდარტების მშენებლობის კულტურის ხელშეწყობა, რაც ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.
"ჩვენი პროექტის ფარგლებში რუსთავში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხდა ენერგოეფექტური მეთოდით. დაითბუნა: ფანჯრები, სახურავი, კედლები და იატაკი, რამაც ხარჯები 70%-მდე შეამცირა. პროექტი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მხოლოდ 20% გადაიხადა მუნიციპალიტეტმა, საერთო ბიუჯეტი გრანტის სახით 808 765 ევრო იყო. დღეს ქუთაისში ჩავატარეთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და მუნიციპალიტეტს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ პროექტი გრძელდება და მათ შეუძლიათ ჩაერთონ მასში და დაზოგონ ხარჯები", -განაცხადა მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა კარინა მელიქიძემ.
შეხვედრას მერიის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, საინტერესო პროექტია ქუთაისისთვის და ქუთაისსაც აქვს ინიციატივა ევროკავშირთან მიმართებაში, რომ მოხდეს პროექტში ჩართვა და ენერგოეფექტური მეთოდით ბაღების აშენება, ამიტომ ეცნობიან რუსთავის გამოცდილებას, სადაც უკვე აიგო შენობები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















