ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან დაიწყეს(ფოტო)
ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს. ალილოს მონაწილეეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ქუთაისელებს შობის დღესასწაული, იმერეთის გუბერნატორმა, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს
ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობას ულოცავენ.
დღის განმავლობაში შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
16:27
13:32
16:29
















