"შრომის მემორიალი" ღია საგამოფენო სივრცედ გადაკეთდება
ქუთაისში "შრომის მემორიალის" რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაცის შესახებ მოთხოვნა "შრომის მემორიალის" ერთ-ერთმა ავტორმა ვახტანგ დავითაიამ გამოთქვა.
მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ძეგლები მთლიანად მოითხოვს კაპიტალურ განახლებას და აღდგენა-რესტავრაციას. დაზიანებულია მემორიალური კედლის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე და ორნამენტები, არქიტექტურული კომპოზიციები, მოპირკეთების ქვები, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე განათება.
მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული „შრომის მემორიალი“, რომელიც წარმოადგენს ქუთაისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ ქალაქში ჩამოსული უცხოელი ტურისტები.
თავის დროზე მემორიალი გააზრებული იყო „თეატრალურ სცენად“, ქანდაკებების გამოფენისათვის სამწლიანი ციკლით. პირველი ვერნისაჟი შედგა 1981 წელს, მეორე 1984 წელს, შერჩეული ყავდათ მოქანდაკეები 1987 წლის ვერნისაჟისათვის, რომელიც ვერ შედგა, ხოლო შემდგომ ვერნისაჟები არ გაგრძელებულა.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, მემორიალს სახელწოდებაც შეეცვლება და მას ღია საგამოფენო სივრცე ეწოდება.
შრომის დიდების მემორიალის რეაბილიტაცია მოხდება
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















