|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სილამაზის სალონებს არასრულწლოვანთა ჯგუფი ძარცვავს?

ქუთაისში სილამაზის სალონების ძარცვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
შექმნილ მდგომარეობაზე  სალონების თანამშრომლები საუბრობენ. მათი თქმით, მძარცველების შიშით სამუშაო ნივთები სახლში დააქვთ. 
როგორც ისინი, „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავენ, ქუთაისის მასშტაბით არასრულწლოვანთ ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც სისტემატიურად ძარცვავენ სალონებს.
 
„რამდენიმე დღის წინ რადენიმე სალონი გაძარცვეს, მათ შორის ჩვენიც. წაღებულია ფული და ნივთები. დააკავეს დამნაშავეები, მაგრამ არასრულწლოვნები არიან და მათი დასჯა ვერ ხერხდება. გამომძიებელმა გვითხრა,  დილით რომ გაუშვეს მოზარდები,  საღამოს მათ უკვე მორიგი ქურდობა ჩაიდინეს. მათზე არ მოქმედებს კანონი და ეს იციან ამ ბავშვებმა. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვაპირებთ დაცვის სისტემაზე აყვანას, თუმცა გამოსავალი არც ეს იქნება“, –განაცხადა ერთ-ერთი სილამაზის სალონის თანამშრომელმა.
 
 
მისი თქმით, პოლიციამ  დაკარგულ ნივთების ნაწილი ამოიღო, თუმცა ამ დრომდე სალონებს არ გადაცემიათ.
 
 
 სილამაზის სალონის  ძარცვის ფაქტებს ადასტურებენ შშს-ში, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციის შესახებ ვერ ისაუბრენ.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა