ქუთაისში სიმონ არველაძის 95 წლის იუბილე აღინიშნა
ქუთაისის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენოსანის, დამსახურებული საზოგადო მოღვაწის, გამოჩენილი მწერლისა და კრიტიკოსის სიმონ არველაძის 95 წლის იუბილე, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აღინიშნა. მწერალს იუბილე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, ვიცე გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ, პარლამენტის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ, საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ, მწერლებმა, მხატვრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
"ძალიან კარგი საღამო იყო. მინდა ბატონ სიმონს ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე. მინდა, რომ კიდევ ბევრი საინტერესო წიგნი გვაჩუქოს და მოგვანიჭოს დიდი ბედნიერება. ბატონი სიმონი არის მოძღვარი და მოძღვართა მოძღვარი, საპატიო ქართველი და საამაყო ქუთაისელი ბერმუხა",- აღნიშნა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიმონ არველაძის წიგნის მე-16 გამოცემას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად დაფინანსებს.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი სიმონ არველაძის შესახებ. ასევე ახალგაზრდებმა წაიკითხეს სიმონ არველაძის ბიოგრაფია, ლექსები და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალები.
ღონისძიების მხარდამჭერი ქალაქ ქუთაისის მერიაა, ორგანიზატორი კი ქუთაისის საკრებულოს წევრი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















