ქუთაისში სკეიტ პარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სკეიტ პარკის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე განათავსებულია ე.წ მოდულები, რომელთა მონტაჟიც უკვე დაიწყო.
მშენებლობის პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. მისი თქმით, სკეიტ პარკი ქუთაისელ ახალგაზრდებს თვის ბოლოს ექნებათ.
,,5 წელზე მეტია ახალგაზრდები ადგილობრივი თვითმმართველობისგან სკეიტ პარკის მოწყობას ითხოვენ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ეს მოთხოვნა აუცილებლად შეუსრულდებოდათ და მათთვის ქალაქში, კიდევ ერთი გასართობი სივრცე იქნებოდა. სამუშაოები მალე დასრულდება და ქუთაისს ახალი სკეიტ პარკი ექნება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
პროექტს ქუთაისის მერია აფინანსებს. სამუშაოებს შპს "დაკი" 200 ათასი ლარის სანაცვლოდ ასრულებს. ხელშეკრელება 19 აგვისტოს გაფორმდა. NAT180007510 ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















