ქუთაისში, საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, უსიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ. მათი თქმით, ცხედარი დამარხული იყო, რომელიც ძაღლებმა ამოთხარეს.
ფაქტის შესახებ პოლიციას მოსახლეობამ შეატყობინა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















