|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს უფასო სამგზავრო ბარათები გადაეცემათ

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა სკოლის მოსწავლე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილება 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ .

ქალაქში 33 619 მოწავლეა, მათ  „თიბისი ბანკის“ უფასო სამგზავრო ბარათები გადაეცემათ. 

ავტორი: ნიუპრესი