|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკოლის პედაგოგებისათვის სამედიცინო აქციები იმართება

ქუთაისის მერიის ინიციათივით და შპს „#1-ლი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით “ ყოველ შაბათს ქუთაისში სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. დღეს ერთ-ერთ ასეთი ტიპის აქციას ქუთაისის მერი შოთა მუღულია დაესწრო. გასულ წელს კი ანალოგიური სამედიცინო საქველმოქმედო აქცია სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელთათვის ჩატარდა. შოთა მუღულიამ კლინიკის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისთვის რასაც ისინი ორი წელია ქუთაისელი პედაგოგებისათვის იჩენენ.

ავტორი: ნიუპრესი