ქუთაისში სლოვაკეთის საკონსულო გაიხსნება
ქუთაისში, საპატიო კონსულის მეთაურობით სლოვაკეთის საკონსულო გაიხსნება - ამის შესახებ „ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება გაიხსნება.
საკონსულო ოლქი მოიცავს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება. მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი ეკონომიკური, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ბიზნეს წრეების დაახლოებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის შექმნას, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს.
ავტორი:




16:05
15:09
15:08
13:18
15:43
















