|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ბინას 48 ბენეფიციარი მიიღებს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ 4 სართულიანია. საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი იხარჯება, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა და პროექტი 2 ეტაპიანია. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა.

,,ჩვენ დავათვალიერეთ სოციალური საცხოვრისში მიმდინარე სამუშაოები. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს ფანჯრების ჩასმა. ამჟამად შიდა ინტერიერი წესრიგდება, რათა თითოეულ ოჯახს ინდივიდუალურად ჰქონდეს გაზი, წყალი და დენი. ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება, ანუ როგორც დავგეგმეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ პირველი თვითმმართველობა ვართ ვინც შევეჭიდეთ ამ საქმეს. ეს იმ საკითხის მოგვარებაა, რაზეც ადრე თვითმართველობებს პასუხი არ ქონდა. ამის შემდეგ სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება გაანაწილებს ფართებს იმის მიხედვით ვისაც რეალურად არ აქვს ღამის გასათევი. კომისია სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასებს პრედედენტებს. ყველა ვერ დაკმაყოფილდება ცხადია, ჩვენ მხოლოდ 48 ბინა გვაქვს აქ შეძენილი. ეს შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება. ეს ფართები ადამიანებისთვის იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება ჩვენ ამ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანებისთვის გამოვიყენებთ. ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, მაგრამ გაცილებით მეტია ვიდრე არცერთი."აღნიშნა შოთა მურღულიამ.

მერიის საბინაო სამსახურში საცხოვრისის მოთხოვნით 700-მდე განცხადებაა შესული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა