|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში დაახლოებით, 17.00 საათზე მოხდა. არასრულწლოვანი გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ჯერ მეორე სართულზე რკინის მილებზე დაეცა, რის შემდეგაც მიწაზე დავარდა. 

15 წლამდე გოგონა მრავლობითი დაზიანებებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა