ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან გოგონა გადმოვარდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა.
როგორც საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა ნიუპრესს განუცხადა, გადმოვარდნის მიზეზი მათთვის უცნობია.
მისი თქმით, გოგონა მეორე სართულზე არსებულ რკინებზე დაეცა, რამაც მისი შეკავება გამოიწვია.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი ჰერმოდინამიკურად სტაბილურია, მას აქვს ტვინის შერყევა, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი. გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული 15 წლამდე ასაკისაა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















