ქუთაისში ახალი სოციალური საცხოვრისი გუგუნავას ქუჩაზე მოეწყობა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემების გამო, მერია ალტერნატიულ ფართს ეძებს. საცხოვრისიდან გაყვანას ბინადრების ნაწილის ითხოვს, მათი თქმით, შენობა ავარიული და საშიშია.
საცხოვრისში არსებული პრობლემების ნაწილს აღიარებენ მერიაში.
„ნიუპრესის“ ინფორმაციით, მერია ერთ-ერთ ვერსიად გუგუნავას ქუჩაზე მდებარე შენობას განიხილავს. კონკრეტულად, შერჩეულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გვერდით მდებარე ოთხსართულიანი კორპუსი, რომელშიც ამ დრომდე დევნილები ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, დევნილებმა შენობა დატოვეს. იმ შემთხვევაში, თუ მერია ფართს შეარჩევს, მისი რეაბილიტაცია მოხდება და შენობაში საცხოვრისის ბინადრები გადავლენ.
მერიაში ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ გუგუნავს ქუჩაზე მდებარე შენობის საცხოვრისად მოწყობის საკითხი განიხილება.
რამდენ ოჯახზე მოეწყობა ახალი შენობა, ჯერჯერობით, უცნობია და ეს რეაბილიტაციის პროცესში გაირკვევა.
რაც შეეხებაა სოციალურ საცხოვრისს, ამ დრომდე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















