|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტის დამსახურებულ ოსტატს იუბილე მიულოცეს

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მერიის "თეთრ დარბაზში"  სპორტის დამსახურებულ ოსტატს წყალბურთში მიხეილ გიორგაძეს უმასპინძლეს. სპორტსმენს ადგილობრივმა ხელისუფლებამ 55 წლის იუბილე მიულოცა.

მიხეილ გიორგაძე არაერთგზის ჩემპიონია. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის  წყალბურთში, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე ადგილოსანი, 1981 წლის მსოფლიო თასის მფლობელი. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი სამგზის, ასევე უნივერსიადის ჩემპიონი და 1988 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.

ქალაქის მერმა სპორტსმენს იუბილე მიულოცა და მიღწეული წარმატებისათვის მადლობა გადაუხადა. სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად მიხეილ გიორგაძეს 1000 ლარი გადასცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა კი სიმბოლურად ვეფხისტრაოსანი" უსახსოვრა.

მერიის "თეთრ დარბაზში" გამართულ შეხვედრას მიხეილ გიორგაძის მეგობრები და წყალბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტსმენმა მერიას მილოცვისა და საჩუქრებისათვის მადლობა გადაუხადა.

           

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი