|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრძელდება

ქუთაისის მერია  სპორტული მოედნების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად სპორტული კომპლექსის განთავსება ორ ობიექტზე, ჩხობაძის ქუჩის #43 და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში იგეგმება.

აღნიშნულის მოსაწყობად ადგილობრივი თვითმმართველობა 50 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟი.
 ყველა ხარჯთაღრიცხვებში მითითებული ტრენაჟორი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინს, მომხმარებლის უსაფრთხოების ნორმებს. ტრენაჟორზე საინფორმაციო სტიკერის (დაფა) სახით გრაფიკულად გამოსახული უნდა იყოს ჩასატარებელი ვარჯიშების ვარიანტები. ასევე მოხდება ტრენაჟორების გადახურვა.

მიმწოდებელიმა სამუშაოები 30 ოქტომრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა