|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სრულად გარემონტებულ ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები თითქმის დასრულებულია. სამი 12-სართულიანი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, სკვერი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სადაც სრულად გარემონტებულ ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბინების გადაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში მშენებლობები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს  თბილისში, ბორჯომში, რუსთავსა და ზუგდიდში. 

ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე გაეცნო. 

კომპლექსის მშენებლობა და კეთილმოწყობა კომპანია „ანაგმა“ განახორციელა

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი: ნიუპრესი