ქუთაისში სტუდენტურ ჰაკათონს ესტონელი მენტორები წარუძღვებიან
ქუთაისში დღეს სტუდენტური ჰაკათონი გაიმართება. მას ესტონელი მენტორები წარუძღვებიან.
ჰაკათონი „სტარტაპ-ბანაკის“ ფარგლებში ჩატარდება და მიზნად ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას ისახავს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე 60 მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.
მსურველები 26-დან 29 ოქტომბრამდე მენტორებთან ერთად ინტენსიურად იმუშავებენ. გამარჯვებულები კი ბათუმში 16-19 ნოემბერს გაეგმზავრებიან, სადაც მონაწილეობას ფინალურ ჰაკათონში მიიღებს.
ჰაკათონი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში 17:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















